2023 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია ახალმა საზოგადოებას მოუყვა ქალზე, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო გახდა ზეწოლის ობიექტი და იძულებით დატოვა ქვეყანა.

ქვეყნიდან გააგდეს პოლიტიკური დაპირისპირების გამო!!!

მას მერე, სიმართლე რომ ვთქვათ, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გვესმოდა ამ ქალის და საქართველოში დარჩენილი ოჯახის დაწიოკების ფაქტები, მაგრამ ჩვენ გ.მ.-სთან კონტაქტი აღარ გვქონდა და ვეღარ მივადევნეთ თვალი, ისიც კი გვეგონა, რომ ქვეყნიდან შორს მყოფმა სულიერი სიმშვიდე ნახა, მაგრამ!!!! მაგრამ რამდენიმე დღის წინ ქალი თავად გამოვიდა კონტაქტზე, მოგვწერა და დახმარება ითხოვა.

აი რას გვწერს გ.მ.

-თუ გახსოვართ – თქვენ ადრე დამეხმარეთ ჩემი პრობლემის გაშუქებაში, ახლა ვარ ცუდ სიტუაციაში, ჩემი მაშინდელი პრობლემიდან გამომდინარე ახლა უკვე ჩემი მშობლები არიან საფრთხეში და თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ? უმორჩილესად გთხოვთ – მედიას ჯერ კიდევ დიდი ძალა გაქვთ და დაუკავშრდით ჩემებს!

ქალს შევპირდით, რომ რაც ჩვენს ძალებს არ აღემატებოდა – დავეხმარებოდით. ჩვენ მხოლოდ გაშუქება და პრობლემის სააშკარაოზე გამოტანა შეგვიძლია, ამიტომაც დავურეკეთ გ.მ.-ს დედას.

ჟურნალისტი – ქ-ნო ნუნუკა, თქვენმა შვილმა მოგვწერა, რომ ახლა თქვენზე მიდის ზეწოლა. რა ხდება?

გ.მ.-ს დედა – საშნელ დღეში ვართ. წუხელაც ვიღაც 4 უცნობი მოგვივარდა. ყველამ იცის, კარებს არ ვკეტავთ, პენსიონრები ვართ, მე დიაბეტი მაქვს, ჩემს ქმარსაც ჩვენი შვილის პრობლემების გამო ძალიან შეერყა ჯანმრთელობა და უცებ რამე რომ მოგვივიდეს, მეზობლები მაინც შემოვიდნენ, ხოდა, ყველამ იცის-კარები მუდამ ღია გვაქვს, შემოვარდნენ, 4ნი იყვნენ-უცნობები. ჩემი შვილის ადგილსამყოფელს მთხოვენ – არ ვიცი-თქო ვეუბნები. რამდენჯერ დიაბეტის კრიზი დამემერთა, მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო,საშინელ დღეში ვართ-სადაც არ უნდა წავიდეთ-თან დაგვყვებიან და ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან. ჩემი თავი ჯანდაბას, ჩემს შვილიშვილს, 10 წლის ბიჭს სიცოცხლე გაუმწარეს, ბოლოს სკოლაშიც ვეღარ ვუშვებდით შიშისგან.

ჟურნალისტი – ბავშვსაც ავიწროვებდნენ?

გ.მ.-ს დედა-უფრო მეტი! სკოლასთან ხვდებოდნენ, სახლთან ხვდებოდნენ, ათას სისაძაგლეს ეუბნებოდნენ დედაზე, ექადნებოდნენ – შენ წაგიყვანთ და დედაშენი მაშინ მაინც ჩამობრძანდებაო. ბიჭს სტრესი ჰქონდა. რამდენიმე მცდელობა იყო ნარკოტიკების ჩადების, თან ხომ იცით-ახალგაზრდაა, დედის კვალზე წავიდა-ვერ ეგუება უსამართლობას, აქციებზე დადიოდა – რუსულ კანონს აპროტესტებდა. ამან სულ გაამგელა ის ადამიანები.

ჟურნალისტი – ახლა სად არის ბავშვი?

გ.მ.-ს დედა – ეს უფროსი, 13 წლის როგორც კი გახდა და გავუშვით დედასთან, უფრო სწორად გავაპარეთ. ვიცოდი არ დამანებებდნენ ბიჭის გაშვებას – გეგმაში ჰქონდათ ბავშვის მოტაცება და ასე აიძულებდნენ დედამისს ჩამოსულიყო, მაგრამ ქვეყანაზე კეთილი ხალხი კიდევ არიან, მეზობლები დამეხმარნენ. ახლა სადაც არის მაინც არ ჩერდება, უკვე იქიდან ამბობს თავის სათქმელს. ის თაობაა, რომელსაც არ უნდა რუსეთი და მე აქ რას დავაკავებდი. ხომ გითხარით-ამ ყველაფრის გამო ნარკოტიკების ჩადებაც უნდოდათ, მეგობრებმა გადაარჩინეს და გავაპარეთ კიდეც.

ჟურნალისტი – პოლიციას არ მიმართეთ?

ქ-ნი ნუნუკა – მივმართე, შვილო, მაგრამ განცხადებაც კი არ მიიღეს. ხომ იცით, აქ ყველა ერთმანეთთანაა შეკრული.

ჟურნალისტი – ქ-ნო ნუნუკა, როგორც გვახსოვს მამა ძალიან გაბრაზებული იყო შვილზე, ახლა თუ შეიცვალა შეხედულება?

-გ.მ. – ს დედა – ახლაც ძალიან გაბრაზებულია, სულ ამბობს, ყოფილიყო ჩუმად, ეგ ამ ქვეყანას რას გაასწორებდა, ჩვენც გაგვიმწარა სიბერე და ბავშვებსც ცხოვრებაო. ახლა რასაც უყურებს, კი ხვდება, რომ ჩვენს შვილს სხვანაირად არ შეეძლო, მაგრამ არ უნდა გატყდეს. რა ვქნათ, ყოველი დღის დათენების და დაღამების გვეშინია. დავიღალეთ! მეზობლებისაც გვრცხვენია, სულ მოვარდნები ყვირილი და ალიაქოთია ჩემს სახლში. ახლა სულ გადაირივნენ – ბოლო იმედი გამოგვეცალა ხელიდანო – ჩემს 15 წლის შვილიშვილზე ამბობენ და ახლა იმასაც ეძებენ გაშმაგებულები. 2 წელი იცხოვრა აქ ბავშმა კოშარში და 13 წლის გახდა თუ არა გავაპარეთ ქვეყნიდან. ვისაც არ სჯერა, ჩამოვიდეს და ნახოს ადგილზე რა დღეში ვართ!

ქ-ნ ნუნუკასთან საუბრის შემდეგ რაიონულ განყოფილებაში დავრეკეთ, მაგრამ კითხვა რომ მოისმინეს, მაშინვე გვითხრეს, საქმე გამოგლევიათ, არაფერი განცხადება ზეწოლაზე არ გვაქვს და მიმართეთ პრესცენტრსო.

შემდეგ ქალის  მეზობელს, ლ.გ.-ს დავუკავშირდით.

-არ ვიცი როგორ გითხრათ, მეც მეშინია, თუ არსად იტყვით ჩემს ვნაობას-გეტყვით.

ჟურნალისტი – რა თქმა უნდა, კონფედენციალურობის გარანტიას გაძლევთ.

ლ.გ. – გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ ამ საწყლებს. ისეთი წიოკი გამოდის მათი სახლიდან – ხან კვირაში ორჯერაც მოვარდებიან, ქალი მაღაზიაში ვეღარ წასულა და ბავშვი სკოლაში. მეზობლებსაც ეშინიათ-სანამ ის ვიღაცეები არიან, ჩვენც გასუსულები ვსხედვართ სახლებში, მერე გადავაკითხავთ-ხოლმე. ნუნუკას დიაბეტი აქვს და რამდენჯერმე სასწრაფოს გამოძახებას დაგვჭირდა. ბიჭი გააპარეს. ჩვენი მეზობლის გოგო დაეხმარა.ამის მერე უფრო გახშირდა მოვარდნები და ხმაური – ახლა ბავშვს ეძებენ. 14 წლის იყო დედამისი რომ წავიდა და ეს 1 წელი მართლა ჯოჯოხეთში იცხოვრა ბავშვმა. ასე დაშლის პირას მივიდა მათი ოჯახი, ამ მოხუცებს რამე რომ მოუვიდეთ ვერც შვილი და ვერც შვილიშვილი აქ ვერ ჩამოვა.

ჟურნალისტი – რატომ?

-იმიტომ რომ ადგილიდან ააორთქლებენ და უარესიც – ჩემი ყურით მაქვს გაგონილი როგორ ყვიროდა ერთი კაცი – დედა-შვილს ერთმანეთს დავაკლავთ ღორებივითო!

პ.ს. სამწუხაროდ, გ.მ. – ს ისტორია არც პირველია და არც უკანასკნელი პოლიტიკური შეხედულების გამო რომ იდევნებიან, გ.მ. – ს დედამ გვითხრა, რომ ბოლო ხანებში უფრო გახშირდა ზეწოლა მათ ოჯახზე, ბავშვზე – არც გასაკვირია-ისევ საარჩევნო წელია და თანამდებობების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდიან!..

 

Leave a Reply