გულიკო ზუმბაძე

სამწუხარო ფაქტია, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტურად ჩაჭრა ყველა ხიდი დასავლეთთან! ჩვენს ახალ თაობას უწევს იმისი დაცვა, რასაც ვიცავდით წინა თაობები – ეს არის ქვეყნის რუსეთის მარწუხებიდან გამოგლეჯა! რა თქმა უნდა-არავინ შეეგუება რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას, ჩვენი გზა და მოკავშირეა მხოლოდ ევროპა! არ არსებობს არც ერთი უწყება, არც ერთი სამინისტრო ევროკავშირის დონორებზე არ იყვნენ მიბმული და თუ ჩვენ ნამდვლად გვინდა უკეთესი საქართველო ჩვენი შვილებისთვის-უნდა შევიგნოთ ყველამ – ჩვენი გზა ევროპაშია!

 

მშვიდობა – ეს არის ევროკავშირი. კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა და ყველას გასაგონად ვთქვა – რას ნიშნავს ევროკავშირი. ეს არის ღირსეული პენსია, სამუშაო ადგილების შექმნა, ემიგრაციის დაბრუნება სამშობლოში, ტრადიციების და ჩვენი ღირებულებების დაცვა, ჩვენი ენის, მამულის და სარწმუნოების შენარჩუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და აღდგენა, ერთი სიტყვით, ჩვენი ღირსეული ცხოვრების გარანტი არის სწორედ ევროკავშირი!

Leave a Reply