კახა კალაძე
თბილისის მერი
–-შემთხვევითი არაა, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან ვიწყებთ. სწორედ აქედან ვაძლევთ საქართველოს მოსახლეობას მთავარ პირობას- ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტით, ქართული კულტურისა და ჩვენი ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, რათა გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში.
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ! – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს.