,, დამოუკიდებლობა იწყება ჩვენით!”

რუბრიკა

ქალი პოლიტიკაში

რუსუდან ლომიძე

-უკვე რამოდენიმე ათეულობით წელია, ჩვენს ქვეყანაში , როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს არჩევნების გაყალბების უკვე ტრადიციად ქცეული სიტუაციაა, რაც შემდგომ ამ დაკარგული და მართველი პარტიის მიერ მითვისებული ხმების ძალისხმევით დაცვა, ორივეს მხრიდან გადამეტებული ძალისხმევით და ქვეყნისთვის რატომღაც ესეც უკვე ტრადიციად ქცეულ სავალალო შედეგით სრულდება .

რა შეიცვლება ამ არჩევნებზე თუ ეს ხალხის უმრავლესობამ არ გაიაზრა საით მივდივართ?!.

მოქმედი მთავრობა ისევ იმ უკვე საკმაოდ დიდ გავლილ წლებს გვახსენებს, თან დაყვედრებით, რა სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს და ომის შიშს გვაწვეთებს , როცა ქვეყნის უკვე 20% მეტი ოკუპირებულია!!!

რისთვისაც ამ ათეულობით წლებია არაფერი არ გაკეთებულა, პირიქით ვხედავთ როგორი მშვიდი პოზიცია აქვთ ამ ოკუპანტებთან და როგორი მშვიდი ჰაბიტუსებით მართავენ ქვეყანას,რომელიც უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება!!!  ამიტომ მინდა მივმართო თვითოეულ ჩვენს მოქალაქეს განურჩევლად ასაკისა და პარტიული შეხედულებებისა . ,, დამოუკიდებლობა იწყება ჩვენით . “მინდა თვითეულმა კარგად გაიაზროს ,რომ ჩვენი , ჩვენი შვილების , ჩვენი მომავალი თაობების და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნის ბედი თითოეული ჩვენთაგანის ხელშია და რაც ყველაზე მთავარია ნუ გადავაყოლებთ ჩვენი ქვეყნის ბედს რამოდენიმე პიროვნების ან ლიდერის მიმართ პირადი უარყოფითი შეხედულებების გამო. ახლა ამ ნეგატიურ შეხედულებებზე მაღლა უნდა ვიდგეთ , რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი ზუსტად ამ ნეგატიური პირადი შეხედულებების გამო ქვეყანა უკვე სავალალო შედეგამდე მივიყვანეთ . ის რომ მთავრობის მმართველი პარტიები ხმებს კი არ უნდა ითვისებდეს პოზიციების გასამყარებლად , არამედ ერის უმრავლესობის ხმას უნდა იცავდეს და სცემდეს პატივს , აი ესაა ძლიერი და დამოუკიდებელი ერის და ქვეყნის საწინდარი . მაგრამ ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვართ სამწუხაროდ . ამიტომ პირად შეხედულებებზე მაღლა უნდა ვიდგეთ ყველა მოქალაქე ,როცა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ისევ და ისევ გვახსოვდეს, რომ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავლის და ჩვენი ქვეყნის ,, დამოუკიდებლობა იწყება ჩვენით .”

Leave a Reply