არჩევნები მოახლოვდა და მოქალაქეები ახლა მაინც ცდილობენ ყურადღების მიქცევას და თავიანთი პრობლემების კომპეტენტურ უწყებებამდე მიტანაც.

2019 წლიდან თბილისში, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 2დ-ში, (-ის მიმდებარედ არსებული დაუმისამართებელი შენობა-ნაგებობა) მცხოვრები 15 ოჯახი უკვე წლებია უწყებიდან უწყებაში დადიან. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება 2024 წელსაც – დაუკანონდეთ საცხოვრებელი

აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები 15 ოჯახიდან 4 სოციალურად დაუცველია, დანარჩენი კი დევნილი.

დღეს ადგილობრივი მაცხოვრებლები – ლეილა შამოიანი და ჯერიკო გუჩუა კიდევ ერთხელ გვეწვივნენ ტელევიზიაში და გვთხოვეს, მათი სათქმელი სააშკარაოზე გამოგვეტანა. ქ-ნი ლეილას თქმით, პანდემიის დროს ინგა გრიგოლიას დახმარებით შეძლეს სათქმელის თქმა და იმ დროისთვის მედიის დახმარებამ მცირე შედეგებზე მაინც გაიყვანა. ახლა კი, მისივე თქმით, მოთმინების ფიალა აივსო და მკაცრ ზომებს მიმართავენ.

ჯერიკო გუჩუა:

-უკვე რამდენი წელია დავდივართ დევნილთა სამინისტროდან მერიაში, ქონების მართვიდან ისევ დევნილთა სამინისტროში. 2019 წლიდან ვართ ამ შენობაშ. ყველაფერი ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ – კომუნიკაციებიც და რემონტიც, მაგრამ დაკანონებას ვერ ვეღირსეთ. მერსაც მივმართეთ, დევნილთა სამინისტროსაც, მაგრამ ყველგან უარია. დავიღალეთ! მოთმინების ფიალა აივსო! 1 კვირიან ვადას ვაძლევთ და თუ ამ ვადის გასვლის შემდეგაც არანაირი რეაგირება არ იქნება-დავიწყებთ აქციებს, გზასაც გადავკეტავთ!

ლეილა შამოიანი:

-3 შვილის დედა ვარ, მათგან ორი შშმ პირია. ძალიან ცუდ პირობებში ვართ. უმისამართოდ, ასე ჰაერზე ვართ. ამდენი წვალების მერე ცოტა რაღაც საცხოვრებელს დავამსგავსე და ახლა მეუბნებიან 50 ათას ლარს მოგცემთ და სადმე საცხოვრებელი იყიდეო. გამაგებინეთ-რა უნდა ვიყიდო 5 სულიანმა ოჯახმა 50 ათას ლარად??? ერთჯერადი დახმარება მოვითხოვეთ, ის ი მოგვცეს, მაგრამ დაკანონებაზე უარს გვეუბნებიან. წარმოიდგინეთ,, 2019 წელს გაცემულ პასუხს აკოპირებენ მგონი და იმ პასუხს გვეუბნებიან 2024 წელსაც. არჩევნები მოდის და დიდი იმედი გვაქვს ახლა მაინც მოგვაქცევენ ყურადღებას! ოპოზიციასაც ეხება ჩვენი საყედური – მოდით, დაგვიდექით გვერდით, მოსთხოვეთ ხალისუფლებას ხალხის გვერდით დგომა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ჟურნალისტებსაც სთხოვენ მივიდნენ და ადგილზე გააშუქონ ამ ადამიანების გაჭირვება. მათი თქმით, ერთი კვირის მერე დაიწყებენ აქციებს და იბრძოლებენ ბოლომდე,

Leave a Reply