კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი
გულიკო ზუმბაძე სამგორში მაცხოვრებელ პენსიონერ ქალებს შეხვდა. კიდევ ერთხელ გააცნო კოალიციის საარჩევნო პროგრამა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღირსეულ სიბერეზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვების უმეტესობა დაპირებას –
პენსია 1000 ლარი შეეხებოდა.
გულიკო ზუმბაძემ დეტალურად გასცა პასუხი ყველა კითხვაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას 26 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ.
