2 ოქტომბერი. 2024 წელი. საქართველო. ოზურგეთი. სოფელი ნატანები! გადაკვეთილია ყველა წითელი ზღვარი – ადამიანებს უკვე ღიად ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით! ერთი ოჯახის მაგალითში ასახული გლობალური პრობლემა! პოლიტიკური შეხედულების გამო გაქცეული მოქალაქეები და ოთხ კედელში დარჩენილი ოჯახის მხოლოდ ერთი ბინადარი! უამრავი მოწმე, მოთმინების ფიალა ავსებული მაცხოვრებლები და მოძალადეების  უკვე ღიად დასახალებული გვარები! თუმცა, გასაკვირი აღარც არაფერი არ არის, რადგან ხელისუფლებამ დასანქცირებულ და „ჯალათად“ წოდებულ „ხარებას“ ჩააბარა არჩევნებზე ამომრჩეველზე ზედამხედველობა და მწვანე შუქი აუნთო კოლექტიურ მოძალადეებს რეგიონებშიც. სამართალი უკვე ურმითაც აღარ დადის და სიცოცხლის გადასარჩენად ადამიანები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა.

მივყვეთ მოვლენებს.

2 ოქტომბერს, სოფელ ნატანებში ლ.გ.-ს მეზობლები საშინელი ფაქტის მომსწრენი კიდევ ერთხელ გახდნენ. პოლიტიკური შეხედულების გამო ოჯახის ტერორი გრძელდება და უკვე პიკს მიაღწია! ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა არჩევნების მოახლოების ფონზე!

მედიასა და სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ოზურგეთში მცხოვრებ ლ.გ. – ს, აქვე შეგახსენებთ, რომ ქალთან ტელეკომპანია ახალის ინტერვიუ ჩვენი ვებ-გვერდიდან ხაკერული თავდასხმის შემდეგ მთლიანად წაიშალა, ამიტომ სურათის უფრო ვრცლად დასახატავად, ლ.გ. შორიდან ყვება თავის გასაჭირს.

ლ.გ.

-ჩემი ცხოვრება უმძიმესია, იმიტომ რომ ჩემი შვილი ნამდვილად არის პოლიტიკურად დევნილი. გვებრძვიან! ჩემი შვილიშვილებიც, სიძეც და მთელი ოჯახი ძალიან ცუდ დღეში ვართ. მე ნერვოზი მაქვს ჩამოყალიბებული, თან შაქარი მაქვს. ყოველ წუთს მეშინია, ჩემს ვაჟას იმდენი ცუდი რამ გაუკეთეს, ებრძვიან პოლიტიკური შეხედულების გამო. ისეთ რამეს აკეთებენ-სრული შესაძლებელია ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანონ. არაფერი მაქვს დასაკარგი – პირდაპირ დავასახელებ სახელებს და გვარებს – ეთერ ზოიძე, გურამ ბაბილოძე, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკოს ყურმოჭრილი მონაა, ემზარ ივანიშვილი და ლილი ლეჟავა, რომელიც ვითომ ალაგებს განათლების სისტემას და თავი ყველაფრის პატრონი ჰგონია! დღე იწყება ჩვენი დაწიოკებით, ლანძღვით, მეზობლებსაც ერჩის ჩვენს გამო. არადა რატომ? იმიტომ რომ არ ვართ ქართული ოცნების მხარდამჭერები. მემუქრება-შენს სახლს ნახშირად ვაქცევო. ვერც ვსაუბრობ-მაკანკალებს, ძალიან ცუდად ვარ და მაპატიეთ ასე არეულად რომ გიყვებით.

ამას წინათ მეზობლები შეკრიბა სულ სხვა თემაზე სასაუბროდ და ისევ ჩემი ოჯახის ლანძღვა დაიწყო. მეზობლის ბიჭმა რომ დაგვიცვა, ეს გურამი ფიზიკურადაც დაუპირისპირდა და ნაბიჭვარო ეძახა. მომსწრეა ყველა იქ მყოფი მეზობელი და დაადასტურებენ კიდეც, ისე დაიღალა უკვე ყველა, მაგრამ რა ქნან!…

ჩემი სახლ-კარი რომ ნახოთ-არაფერი არ აკლია, გაზიზინებულია ყველაფერი და ამ დროს, ჩემი შვილები და შვილიშვილები აქ ვერ ცხოვრობენ-ვერც ჩამოვლენ, სანამ ესენი თანამდებობებზე არიან-პირდაპირ განაცხადეს-მოვკლავთ მაგ უსამშობლოებსო.

შვილი გამიქციეს, სიძე აიძულეს , ჩემი ქმარი სამსახურიდან გააგდეს, სადაც დაინახავენ მიუგზავნიან ვიღაცეებს და არის მუდამ წიოკი. რამდენიმე დღის წინ კინაღამ ავარიაც მოუწყვეს, მიუვარდნენ მანქანაში, მეზობლის გოგომ მითხრა-როგორ მოითმინა ამ კაცმა გაოცაბული ვარო, მაგრამ რა ექნა – ვიცით ეგ უნდათ მაგათაც, რომ კიდევ უფრო დაგვიმძიმონ საზარელი ყოფა. რად მინდა რამე, თუ ჩემი ოჯახი არ ვერასდროს ჩამოვა! ქვეყანა ჩვენიაო – იძახიან და მასეა-ქვეყანა მათია! მეზობლების ამარა ვარ დარჩენილი. უკვე ისეა ხალხი დაღლილი, აღარც ჩუმდებიან.

დიაბეტიანი ვარ, ოდნავი ნერვიულობა და სასწრაფო-სასწრაფოზე მოდის! ნუთუ არ შეიძლება პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულება გვქონდეს?? ღამე ჩემს ქმარს დახვდნენ, მთვრალები, კაიფში და ისეთ დღეში ჩავვარდით, საბოლოოდ დავრწმუნდი მისი აქ გაჩერება ტრაგედიით დასრულდებოდა. იმ ღამესვე დატოვა ქვეყანა ჩემმა ქმარმა! სულ მარტო დავრჩი, მაგრამ ჩემს თავს არ ვდარდობ! მხოლოდ იმაზე ფიქრი მკლავს, რომ ჩემი ოჯახი, ასე სამშობლოზე შეყვერებული ადამიანები ქვეყნიდან გააძევეს!

2 ოქტომბერს უკვე მთელი სოფელი აღაშფოთა გურამის საქციელმა! მომივარდა სახლში გურამი, სად წაეთრა შენი ქმარიო – ყვიროდა – თქვენ თუ გგონიათ ეს უშველის, შემცდარხართ, ხელი ყველგან მიგვიწვდებაო. მაინც ვიპოვით და აი მერე ნახე „სარზე დასმაო“. ჩემზე რომ გამოიწია, მეზობლის ბიჭები გადაუდგნენ წინ და უთხრეს-უკვე მეტისმეტი მოგდით, თქვენი არავის ეშინია და ჯობს აქაურობას გაეცალოთო. დაიწყეს ისევ მუქარა, გინება და ჩავრთე ლაივი, ამან სულ გადარია და ჩემს გვერდით მდგარ ახალგაზრდა ბიჭს ხელი გაარტყა! ლაივის დროს ოზურგეთის ენმ-ს დაურეკა ვიღაცამ, დავით მჟავანაძემ მაშინვე მიიღო ზომები და ჟურნალისტები მოვიდნენ. რად გინდა, საღამოს, სახლში რომ მარტო ვიყავი ისევ მოცვივდნენ, სულ ჩაწითლებული თვალები ჰქონდათ-ყვიროდნენ, მაგიდაზე აბრახუნებდნენ, სკამებს მესროდნენ და გული წამივიდა, დიაბეტიანი ვარ, გითხარით მგონი. მეზობლემბა სასწრაფო გამოიძახეს და ახლა უკვე ისე ვარ, ყოველ წამს რომ რაღაც ცუდს ველი! დამეხმარეთ, გაავრცელეთ ინფორმაცია-მართლა ჩალით ხომ არ არის დახურული ქვეყანა!!!

აი ახლაც აქ არიან მეზობლები–ამათაც ეშინიათ, მაგრამ მარტო არ მტოვებენ და სასწრაფოს ხომ მაინც დაურეკავენ.

მეზობელი დ. შ.

-მოვდიოდი ნატანებიდან. რაღაც კრება იყო, გურამი ატარებდა და ჩემი ყურით გავიგონე როგორ დაიმუქრა იმდენ ხალხში – იმდენს გავაკეთებ, ვინც დარჩნენ მაგ ოჯახიდან, იმათაც გავაქცევ აქედანო! გურამ ბაბილოძემ მეც იმდენი სიგლახე გამიკეთა, მისი დანახვაც არ მინდა, მაგრამ ეს სიტყვები რომ გავიგე – გავჩერდი და ვუსმენდი. მეზობლის ბიჭი შეეკამათა და სულ ნაბიჭვარო უძახა, ხელითაც გაიწია, მაგრამ დააკავეს.

მეზობელი ლ. ს.

-ხალხი ემიგრაციაში ლუკმა-პურის საშოვნელად, ვალების დასაფარად მიდის, ამ ოჯახს არაფერი არ უჭირს, ყველაფერი აქვთ და სახლი დაცარიელებულია იმის გამო, რომ პოლიტიკურად „სხვა“ მხარეს დგანან. ლ.გ.-ს შვილიც, სიძეც, შვილიშვილებიც და ახლა უკვე ქმარიც მართლა პოლიტიკურად დევნილები არიან. არასდროს დამავიწყდება ბავშვების თვალები – სულ შიში, ყვირილი, წოკი! რას კადრულობენ საკუთარი სკამებისთვის ენა ვერ აღწერს. ახლა მარტოა ეს ქალი და მაინც არ ანებებენ თავს- არჩევნები მოახლოვდა და უნდათ ამ ოჯახის სამაგალითოდ დასჯა, რომ სხვამ ვერ გაბედოს საკუთარი არჩევანის გაკეთება!

ლ.გ.  – აი, ასეთ დღეში ვართ. გეფიცებით, იმდენი რამე გვაქვს მოსაყოლი, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ, ლაპარაკის თავიც არ მაქვს. გვიშველეთ, ჩამოდით ჟურნალისტები და ნახეთ რა ხდება ნატანებში! მაკა და ვაიკო გამიქციეს, ახლა ქმრიც ! მე ხომ ნუ იტყვით-ყოველი დღე გაწამებული მაქვს-ეძებენ ჩემებს და რას არ კადრულობენ იმის გამო, რამე ინფორმაცია მიიღონ მათი ადგილსამყოფელის შესახებ!  თავიანთ სკამებს აყოლებენ მთელ სოფელს და ქვეყანას. გთხოვთ, დამეხმარეთ!

 

 

 

Leave a Reply