ბლოგი
აჩი გურგენიძე
სტუდენტი
2024 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორიის ეგიდით, ნოდარ ტაბიძის კლუბის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტები იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის სანახავად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ. (იოანე ზოსიმე X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფია, რომელიც მოღვაწეობდა პალესტინაში. მისი ნაშრომები დიდი მნიშვნელობისაა ქართული საეკლესიო და ლიტერატურული ისტორიისთვის. ხელნაწერი, რომელიც ქართული ქრისტიანობის საუნჯეა, „კრისტის“ აუქციონზე ცნობილმა ფილანტროპმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადასცა). სტუდენტებს აქ დახვდათ გიდი, რომელმაც საინტერესო ისტორია უამბო ხელნაწერზე და მუზეუმში დაცულ ქრისტიანული კულტურის ამსახველ ღირსშესანიშნაობებზე.
მუზეუმში იმყოფებოდა სასულიერო პირი, რომელიც ესაუბრა ახალგაზრდებს ქრისტიანობის მნიშვნელობასა და სულიერ ფასეულობებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტებს ყოველთვის ხელს უწყობს, რომ ეზიარონ ქართულ ეროვნულ ღირებულებებს, ჩვენი ლექტორი, დოქტორი პროფესორი კახა ძაგანია, ყველას, და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვურჩევ, რომ მივიდნენ ეროვნულ მუზეუმში და გაეცნონ ქართული ქრისტიანული კულტურის პირველსაწყისსა და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, რომლებიც მთელი საქართველოს უკვდავი ისტორიაა.
კლუბის სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველ მოადგილეს, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორს, ბატონ ნიკა ახალბედაშვილს და მოადგილეს, ბატონ კახა ჭუმბაძეს, ამ შესაძლებლობისთვის.