ემზარ ქვარიანი.
ვეტერანი
-ჩემი მიმართვა სრულიად საქართველოს ძალოვან ვეტერანებს. მინდა მივმართო ქვეყნის წინაშე მრავალათასიან დამსახურებულ და ღირსეულ ადამიანებს,რომელნიც რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ – სიცოცხლეს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას!
ახლა ჩვენი ქვეყანა დიდ განსაცდელშია! ზიზღმა და სიძულვილმა მოიცვა, გაივსო მედროვეებით და უფსკრულისკენ მიაქანებენ ჩვენი სისხლით დაცულ სამშობლოს! არა! ჩვენ ასეთი საქართველოსთვის არ გვიბრძოლია! რა პასუხი გვაქვს დაღუპული გმირების და მათი ოჯახების წინაშე? რა პასუხი გვაქვს ემიგრაციაში გადახვეწილი ადამიანებისთვის, რომლებსაც უცხოელები უწოდეს?
მე მხოლოდ ჩემს აზრს დავაფიქსირებ და დანარჩენი თქვენთვის მომინდია, ერთ რამეზეც უნდა შევთანხმდეთ – დღეს ჩვენ აღარავის ვჭირდებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ხელისუფალს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არც არავისზე ნაკლებად პატრიოტები ვართ, არც არავისზე ნაკლები განათლება და ინტელექტი გაგვაჩნია, ვფიქრობ ჯერ ერთმანეთი ვიპოვოთ, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და როგორც მაშინ, ბრძოლის დროს ერთმანეთის სიყვარულით ვიდექით ქვეყნის სადარაჯოზე, ახლაც ერთად დავდგეთ, ხომ მეთანხმებით, რომ ახლაც არანაკლები საბრძოლველია და დასაცავი ქვეყანა, დროა ვისაც როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ, თუნდაც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად, ხმა მივაწვდინოთ ერთმანეთს!