ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
-“მყარად ვართ სოლიდარული ერებთან, რომლებიც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებების ერთგული არიან.
მყარად ვდგავართ ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან.
დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს.
ვიმეორებთ ჩვენს უღრმეს შეშფოთებას იმ ფაქტის თაობაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს.
აღვნიშნავთ, რომ არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა განუყოფელი ნაწილი და საფუძველია ევროპული ღირებულებების, რომლისადმი საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ერთგულება უნდა აჩვენოს.
მოვითხოვთ, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უზრუნველყონ:
საარჩევნო მანიპულაციების შესახებ ყველა ბრალდება (მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში) გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული, განსაკუთრებით ამომრჩევლების დაშინებისა და ხმების ყიდვაზე.
ვინაიდან, ხელთ არსებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია ამ არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს ყველა დაფიქსირებული დარღვევის შესწავლა და გამოძიება.
ხმის მიცემის პროტოკოლები ხელმისაწვდომი და საჯაროდ გამჭვირვალე გახადონ, რათა ყოველმა ამომრჩეველმა შეძლოს დადასტურება მათი ხმის მიცემის ფაქტზე, დროსა და ადგილზე ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.
გაწვეულ იქნას კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს უთხრის ძირს, და ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული”