საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ფართო მასშტაბიანი სამოქალაქო საპროტესტო აქციები გადაიზარდა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და აქციის მონაწილეთა დაპირისპირებაში, რომელმაც გამოიწვია უამრავი ადამიანის დაშავება, და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას.
ჩ ვ ე ნ ძალოვან ვეტერანები შეშფოთებული ვართ იმ უმძიმესი კადრებით რომელმაც კიდვ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ ახლოს არის ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე, აქედან გამომდინარე ვგმობთ მსგავს დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის მიმართ, და მიგვაჩნია რომ სიტუაციის განსამუხტად და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, აუცილებელია ღია და გამჭვირვალე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, იმედი გვაქვს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას, და უმოკლეს ვადაში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რითაც თავიდან ავირიდებთ სამოქალაქო ესკალაციას.