ქართველ ემიგრანტებს რომ სამშობლოს სიყვარული მუდამ თან დააქვთ, პროექტი „სამოსი სამშობლოც“ ამისი ნათელი მაგალითია. თითოეული ემიგრანტი საქართველოს ელჩია იმ ქვეყანაში, რომელმაც კარი გაუღო, ამიტომაც ხშირად ვამბობ – იქ, მათთან პატარა საქართველოა.
წელს, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე „სამოსი სამშობლო“ მოკრძალებულად ჩატარდა, თუმცა ქართული სული ტრიალებდა ირგვლივ.
3 დღის განმავლობაში სამშობლოს სახელით ჩატარებულ საღამოზე უამრავმა ქართველმა ემიგრანტმა მოიყარა თავი და ერთმანეთს გულები გაუთბეს, მონატრებული სამშობლოს სიყვარული გაუზიარეს იქ მყოფთაც და „საქართველოს ელჩებმა“ ქართული სამოსის დემონსტრირებით ჩვენი ქვეყნის სახელი თბილი ფერებით კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
ღონისძიება სამი თვით ადრე დაიგეგმა, ბილეთებიც გაიყიდა, მაგრამ „სამოსი სამშობლო“ წელს პირველად მაყურებლის გარეშე ჩატარდა. მართლაც რომ სიმბოლური იყო იმ ადგილის შერჩევა, სადაც ფესტივალი გაიმართა. წელს „სამოსი სამშობლოს“ საღამოებს უმასპინძლა აფხაზეთიდან დევნილი მანუჩარ ხარჩილავას მიერ რესტავრირებულომა ულამაზესმა და აფხაზეთის სურნელით გაჟღენთილმა სასტუმრომ. პირველ საღამოს სტუმრებს სოფო ბარათაშვილის კაფეტერიამ უმასპინძლა.
ლატო ბიწაძე
-…რამდენ ქვეყანაშიც არ ვყოფილვარ, უნდა ვაღიარო ისეთი ლამაზი და მრავალფეროვანი ყვავილები არსად მინახავს, პროექტ- სამოსი სამშობლოს ფესტივალის სახელწოდებაც ,, საქართველო -ყვავილების ქვეყანა” ნამდვილად სწორად შერჩეული სტატუსია. მადლობა ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორებს,რომლებმაც ასე გავილამაზეს და გაგვიყვავილეს ფლორიდული დღეები, ლოკაციას კი სწორად იყო შერჩეული. როცა ლელამ ფესტივალის თემა გამაცნო, მაშინვე ერთი ყვავილებზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი გოგო გამახსენდა-ცისა (რომელიც ვფიქრობ არც მიწისაა და არც ცისა) რადგან ჩემი ბავშვობა იმერეთს უკავშირდება გადავწყვიტეთ იმერული გაზაფხული გადმოგვეტანა სამოსზე, ინსპირაციის წყარო კი ცნობილი მხატვრის დავით კაკაბაძი ასევე ცნობილი ნახატი “იმერეთი” იყო. გინახავთ იმერეთში ატმისა და ტყემლის ყვავილობა? დადიხარ და ყვავილები გათოვს თავზე და ამ სურნელების ჩასუნთქვამდე უკვე გაბრუებული ხარ, ან პეპლებივით მოჩითული მინდვრები გინახავთ, 24 წლის ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე და ამის შემდეგ მე ასეთი სილამაზე არსად შემხვედრია, დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას და უსაზღვრო მონატრებად გადაიქცა. თეთრი ღამეების შედეგად (დრო ძალიან ცოტა გვქონდა)შეიქმნა ჩემი კაბა, რომელმაც ამ ფესტივალზე მეორე ადგილი აიღო. მე ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ჩატარდა ეს მართლაც ლამაზი და უწყინარი საღამო, გარდა ამისა, ამ პროექტმა ბევრი ბეგობარი და საუკეთესო ნაცნობები შემძინა, ეს არ იყო კონკურსი, ეს იყო ქართველების ერთად ყოფნის ,ჩახუტების და სიყვარულის დღეები.
მადლობა კიდევ ერთხელ ამ ემოციებისთვის: ლელა ნინუას, თამარ მოსიძეს, რომლებმაც ტიტანური შრომა ჩადეს ამ პროექტში და გავილამაზეს საქართველოდან მოშორებ ქართველებს არც თუ ისე მრავალფეროვანი დღეები. -“დაგვიბრუნეთ ჩვენი მიწა, ყვავილები უნდა დავრგოთ”!!!
ემოციებით დატვირთული 3 დღე გვაჩუქა პროექტი სამოსი სამშობლოს ფესტივალმა :ყვავილების ქვეყანა,ჩემთვის მოლოდინზე დიდი იყო. მადლიერი ვიქნები ყოველთვის თითოეული ორგანიზატორის,რომლებმაც გაგვილამაზეს ეს დღეები, თბილი და სიყვარულით სავსე ქართულ დღეებს გვაზიარეს, პირველად მივიღე მონაწილეობა ამ პროექტში, სრულიად უცნობი პრიზით და ახლადშეძენილი ურთიერთობებით დავბრუნდი ნიუ-იორკში, ბედნიერი ვარ და ამაყიც, რომ ქართველები ქართველობას საქართველოს ფარგლებს გარეთაც არ ვკარგავთ, ბევრი ასეთი დღეები გვჭირდება სულიერების საზრდოდ, მადლობა.
ლიკა ხუციშვილი
დამწერლობა კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, დამწერლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა რაც გაგვაჩნია, რომელმაც ისტორია შემოგვინახა. სწორედ ესაა მიზეზი რის გამოც ამ თემაზე გადავწყვიტე ჩემი კაბა შემექმნა და ყოფილიყო ყვავილებით მოქარგული ანბანი.
რამოდენიმე წელია ტარდება ამერიკაში საოცარი პროექტი” სამოსი სამშობლო”,რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ ლელა ნინუა. თვითონ პროექტის სახელის გაჟღერებაც კი გულს უფორიაქებს ემიგრანთ ქართველს . წელს თემა იყო ყვავილების ქვეყანა. თემატიკამ ისე მომხიბლა ,საქართველოს გაზაფხულის სურნელსაც კი ვგრძნობდი.სამი კვირა ვმუშაობდი კოსტუმზე .თითოეული ყვავილი თექით შევქმენი . ინსპირაცია კი იყო ჩემი გამზრდელი ბებოს ყვავილების ბაღი, რომელიც ედემის ბაღს ჰგავდა . მრავალფეროვანი ყვავილები ჰქონდა ,რომლებსაც ფერად წყალს უსხამდა და ასე აფერადებდა ბაღს . ყოველ დილით მზის ამოსვლას ველოდებოდი, ყოველი ყვავილის გაშლას სიხარულით ვხვდებოდი. ეს ყველაფერი დიდ ენერგიასა და მხნეობას მანიჭებდა. კოსტუმზე მუშაობისას კადრივით ჩამიარა ჩემმა ბავშვობამ , როცა პატარა ეკა ჩითის კაბით შევიპარებოდი ბაღში და ნაფერებ ყვავილების თავებს ვკრეფდი და კაბის კალთაში ვიგროვებდი . მინდოდა კაბაზე დამებნია, ბებო კი მემუდარებოდა ღეროებით მაინც დამეკრიფა, რომ ვაზაში მოეთავსებინა. ახლა ავიხდინე ბავშვობის სურვილი,შევქმენი სამოსი სამშობლოსთვის სამოსი “მთის ყვავილები ბებოს ბაღში” პროექტში ჩემ მიერ შექმნილი კაბა არაჩვეულებრივად წარადგინა ჩემმა ქალიშვლილმა მარია გოგრიჭიანმა და გახდა პირველი ადგილის მფლობელი. ასევე აიღო ბრინჯაოს თასი და ფულადი პრიზი.
მარიას ეს პროექტი დაეხმარა ,რომ თავისი მიზნები განახორციელოს მომავალში და ასევე განაგრძოს ქართულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობა. მოგეხსენებათ რომ ის არის ამერიკაში დაბადებული ქართველი, რომელიც ცეკვავს ანსამბლ ფესვებში და ბედნიერია ,როცა უცხოელებს წარუდგენს ქართულ კულტურას. ჰაერივით საჭიროა ასეთი პროექტები ემიგრანტებისთვის. ვიცნობთ ახალ სახეებს . ვაცნობთ ერთმანეთს საკუთარ იდეებს და რაც მთავარია ამას ჩვენი შვილები ხედავენ. როგორი სიყვარულით ვაკეთებთ თითოეულ ქართულს პროექტს სამშობლოდან მოწყვეტილნი. დრო გავა და ჩვენი მომავალი თაობა, რომლებიც უცხო ქვეყანაში იბადებიან ჩვენზე უკეთეს მაშტაბურ პროექტებს შექმნიან. ამაყი ვარ, რომ ჩემ გულანთებულ მოსწავლეებთან გამარჯვებული დავბრუნდები , არ დავიშურებ ძალისხმევას ,რომ მათთვის სამაგალითო მასწავლებელი ვიყო. უნდა იარსებოს ასეთმა პროექტებმა, რომ ჩვენი ფესვები გავიდგათ და მოვასხათ ნაყოფი. მე პროფესიით მხატვარ დიზაინერი გახლავართ და წლებია კოსტუმი აღარ შემიქმნია . სამოსმა სამშობლომ შემახსენა ჩემი პროფესია და ახლა გამარჯვებამ დიდი სტიმული მომცა, რომ გავაკეთო ახალი კოლექცია.
წარმატებებს ვუსურვებ სამოსი სამშობლოს პროექტს, სადაც დიდი ძალისხმევაა ჩადებული, ყველა მონაწილეს ,რომლებმაც არაჩვეულებრივი კოსტუმები წარადგინეს.თვითოეულ სამოსში რამდენი სითბო და სიყვარული იყო ჩაქსოვილი. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ხათუნა ფილაურის გამოსვლა . ის წარსდგა ქართული ჯარის ფორმით და განაცხადა” ეს არის ჩემი სამოსი სამშობლო და ვატარებ გულით “. გვიყვარდეს ერთმანეთი , მჭიდროდ ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ჩვენი ყვავილების ქვეყანა აყვავდება.
მარია გოგრიჭიანი
-უბედნიერესი ვარ, რადგან ასე ღირსეულად შევძელი ჩემი სათქმელის სააშკარაოზე გამოტანა. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი! სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ჩემი ქვეყნის დროშა მაქვს თან და ყველას ვაცნობ ჩემს პატარა სამშობლოს.
ნატალია ჭილაია
დღეს მინდა, ერთი წუთით დავფიქრდე ჩვენი სამშობლოს ღრმა მნიშვნელობაზე. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ადგილი; ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ფესვებია დარგული, სადაც იწყება ჩვენი ისტორიები და სადაც ჩვენი გულები ნუგეშს პოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ, ეს არის ჩვენი საერთო სიყვარული სამშობლოსადმი, რომელიც გვაერთიანებს და შთააგონებს უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას. გავუფრთხილდეთ და ვიზეიმოთ ჩვენი სამშობლოს სილამაზე, რადგან ის აყალიბებს ჩვენს იდენტობას და აძლიერებს ჩვენს ოცნებებს. ეს ფესტივალი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.
ლიზი ფხაკაძე
მე ვარ ლიზი ფხაკაძე, 25 წელი ვარ ემიგრაციაში, ვარ ბედნიერი და უზომოდ კმაყოფილი რომ მივიღე მონაწილეობა, ფესტივალ სამოსი სამშობლო-ში, გავიცანი უძვირფასესი და საყვარელი ქართველები, გოგოები პოზიტიური ენერგიით, იმედი მაქვს გავაგრძელებთ მეგობრობას მომავალში. დადებითი მუხტით დავიმუხტე და გამყვება წლები ეს სიხარული…. მადლობა ფესტივალ “სამოსი სამშობლოს” ყველა ხელმძღვანელს და პროექტის სულის ჩამდგმელს – ლელა ნინუას.
ხათუნა ლაცაბიძე
ძალიან ბედნიერი ვარ რომ მივიღე მონაწილეობა პროექტში ფესტივალ “ სამოსი სამშობლო” ყვავილების ქვეყანა! ეს ისეთი პროექტი შედგა, სადაც ოკეანის იქით გაღმა ქართველმა ემიგრანტებმა ორგანიზატორების საშუალებით სამშობლოს მიმართ გამოხატეს დიდი სიყვარული.
კრიმანჭულს” “ჩაკრულოს”, “მხედრულს “და “ლილეოს “ნანატრი გულუსთქმა მიაქვს: ყველა დავბრუნდებით! ყველა დავბრუნდებით! ადრე იქნება თუ გვიან!
მადლობა” სამოსი სამშობლო” -ს..ქალბატონ ლელა ნინუას..თამარ მოსიძეს..ამ უმაგრეს..ულამაზეს პროექტში მონაწელეობისთვის..რომლებიც ცდილობენ გააცნონ..მთელს სამყაროს ჩვენი კულტურა..და საამაყო საქართველო.. შეუმსუბუქონ ემიგრანტებს ეს უმძიმესი წლები..
პირველი ადგილი მფლობელი გახდა მარია გოგრიჭიანი დედის – ეკა ტუჩაშვილის მხატვარ დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით.
ფესტივალი საკმაოდ მოკრძალებული იყო, მაგრამ ქართული სამოსი და სული არავის ტოვებდა გულგრილს. ამბობენ, ფოტო-ეს შეჩერებული წამიაო, ხოდა ერთად დავათვალიეროთ ეს ფოტოები, რომლებიც სიტყვებზე კარგად მოგიყვებიან ფესტივალის ორგანიზატორების და მონაწილეების ემოციებს.