ექსკლუზივი

„გავრილოვის ღამის“ საპროტესტო აქციის მონაწილე ნათია შაინიძისთვის კოშმარი გაგრძელდა.

პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ადამიანის უფლებების დაცვის იდეით მოვიდა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით კადრულობს ყველაფერს, იმეორებს წინა ხელისუფლების მანკიერ ქმედებებს და მეტიც-კვადრატში აყავს იგი. ვიომდა დემოკრატიულ  პრინციპებზე მოსული “ქართული ოცნება“ დევნის განსხვავებულ აზრს, თავისი მიზმის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს და მიდის შანტაჟზეც და ახორციელებს ზეწოლას.

მაშინ როცა გარეთ 2019 წელია და „გასაოცარი დემოკრატიით ვაკვირვებთ მსოფლიოს“, დღისით, მზისით ახალგაზრდა ქალზე, ნათია შაინიძეზე ხორციელდება დევნა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისი, ოთარ შაინიძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „გამარვებული საქართველოს“ კანდიდატი იყო აჭარაში.

2019 წლის 22 ივნისს, ნათია შაინიძეს რამდენიმე პირი დახვდა, როგორც თავად ყვება დევნას გრძნობდა ადრეც, მაგრამ 22 ივნისს ის რამდენიმე პირმა მანქანაში „ჩატენა“ და ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

-ისინი ითხოვდნენ მეთქვა, რომ სწორედ ოქრუაშვილი იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო საშინელი მუქარა, მეუბნებოდნენ, რომ თუ ამ ჩვენებას არ მივცემდი, მთელი ცხოვრება სანანებელი მექნებოდა და ოჯახის წევრებსაც დასჯიდნენ ჩემი სიჯიუტის გამო. მე რათქმა უნდა უარი განვაცხადე ცრუ ჩვენების მიცემაზე, მაშინ მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მანქანიდან გადამაგდეს-ამბობს ნათია შაინიძე.

ნათია შაინიძე ამბობს, რომ მან ამ ფაქტზე სამართალდამცველებს მიმართა თუმცა უშედეგოდ, არანაირი რეაგირება არ ყოფილა იმ მიზეზით, რომ ის  20 ივნისის აქციების მონაწილე იყო.

-მე მაინც არ გავჩერდები, ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, ის მანკიერი პრაქტიკა კი, მამის გასაჩერებლად შვილს რომ აშინებენ, ან პარტიის ლიდერის „ჩასაფარცხად“ სხვებს რომ აშანტაჟებენ, უნდა დასრულდეს. მეშინია, ნამდვილად მეშინია დანაპირები არ შეასრულონ და ჩემი ოჯახის წევრებზე არ იძიონ შური-ამბოს ნათია.

Leave a Reply