„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი,  მათი ინიციატივით არ გადადებულა.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც გუშინ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა, თავისი შანტაჟითა და მუქარით, ბუნებრივი იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რა მოლაპრაკებაზე უნდა მივსულიყავით, როცა „ქართული ოცნება“ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება, რა მოლაპარაკებაზეა საუბარი?“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

Leave a Reply