ერევანში, მთავრობის სხდომის პარალელურად,  პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის, დიალოგი აწარმოოს ნებისმიერ ძალასთან, რომელიც მუქარის ენით არ საუბრობს.

“თუ ხალხი მოითხოვს, რომ საჭიროა ჩემი დახვრეტა ან ჩამოხრჩობა, იყოს ასე, მაგრამ ეს ხალხის აზრი უნდა იყოს და არა ცალკე ჯგუფების,” – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციის 42 მონაწილეა დაკავებული.

ბაქოში კი გამარჯვების აღლუმი გაიმართა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.

ერდოღანი ბაქოში გამარჯვების აღლუმს ესწრება

Leave a Reply