ხანუქას დღესასწაული  ეს არის განახლების, სიკეთის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ამ დღეებში ებრაელები ყოველ დღე სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.

ჩვ. წ. აღ. 165 წელს, მეორე საუკუნეში, როდესაც უცხოტომელმა მეომრებმა წაბილწეს იერუსალიმის ტაძარი, ბეით ჰამიკდაში და ებრაელებს აუკრძალეს მათი უმთავრესი სიწმინდეების დაცვა, ვერ მოითმინა ხალხმა და პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა. ებრაელებმა დაამარცხეს მტერი და დაიბრუნეს ტაძარი.
წმინდა სანთელი თუ მუდმივად არ ანთია, რა ტაძარია და როდესაც ებრაელებმა მოიძიეს შეუბილწავი ზეთი, ის იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთ დღეს ეყოფოდათ. მაინც აანთეს მენორა. ეს იყო 25 ქისლევს.
და აი, მოხდა სასწაული – ზეთი რვა დღე გამოულევლად იწვოდა. მერვე დღეს კი, თვითონ განწმენდილებმა, შესძლეს ახალი ზეთის გამოხდა და ჩვეულებრივ წავიდა ტაძრის მსახურება.
სწორედ ამ სასწაულს და არა მტერზე გამარჯვების აღსანიშნავად ზეიმობენ ებრაელები ხანუქას დღესასწაულს.

ჩვენს ებრაელ მეგობრებს ვულოცავთ ხანუქას დღესასწაულს!

ხაგ ხანუქა სამეახ! ხაგ ხანუქა, იედიდიმ!

Leave a Reply