საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთპარტიული პარალმენტის პირველი სხდომა გახსნა და განაცხადა, ყველა დაიღალა ქუჩიდან მართვის მცდელობით. მისივე თქმით,  ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა და ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის

“მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭირო არის და ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მინდა მეთე მოწვევის პარლამენტის წევრებს ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

Leave a Reply