F-სტატუსი

ირაკლი ღლონტი

მე დღეს, ყოველგვარი გაზვიადების, პოლიტიკური ინტერესის და თქვენთან ქულების ჩაწერის გარეშე მინდა მოვიხადო ბოდიში !
მე მრცხვენია, რომ ჩემს სამშობლოში დავუშვი დიქტატურის გაფორმება, მრცხვენია და დათრგუნული ვარ, რომ უფრო მეტად ვერ აღვუდექი წინ ამ ანტისახელმწიფოებრივ სისტემას და ბოროტებას, მრცხვენია საკუთარი თავის, მრცხვენია დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის, განსაკუთრებით კი იმ ხალხის, ვინც საკუთარი მკერდით თავის დროზე შეაკავა საბჭოთა აგრესია და იმ ხალხის, ვინც ახლა ამ წერილს წაიკითხავს და მოაგონდება, რომ თავადაც იდგა წლების წინ სამშობლოსთვის თავდადებული, მაშინაც კრემლის წინააღმდეგ
! მე მრცხვენია ჩემი შვილების, ჩემი პატარა გოგონების, რომლებიც ვერ დავიცავი და რომელთა სამშობლოში ამ ამორალურ და სამარცხვინო აქტს სათანადოდ ვერ დავუპირისპირდი, მრცხვენია თითოეული თქვენთაგანის, არც კი ვიცი ამ სირცხვილით როგორ უნდა დამიღამდეს დღევანდელი დღე და დაველოდო გათენებას, შევეცდები საკუთარ თავში გამოვნახო რწმენა, ძალა და ყველაზე დემოკრატიული და უკვე ერთადერთი ეროვნული ინსტიტუციიდან – საქართველოს ქუჩიდან გადავფარო ეს სირცხვილი !!!
ბოდიში საქართველო ! ბოდიში ჩემო ხალხო, ვეცდები საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ამ სირცხვილის ჩამორეცხვას !!!…………

Leave a Reply