საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3907 ადამიანს დაუდასტურდა, 3780 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 187 006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 154 241-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1746 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1017 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6881 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში – 3400 ადამიანი იმყოფება.

Leave a Reply