მომავალი 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, არის თეთრი ხარის წელი. ახალი წლის დადგომას, რომლის სიმბოლოც ხარია, დიდი იმედებით ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ხარი ჯანმრთელობას მოგვიტანს და დაგვეხმარება ყველა სირთულის გადალახვაში.

როგორ მოვრთოთ სახლი?

რეკომენდებულია რომ ახალ წელს შეხვდეთ ოჯახთან ერთად, რადგან ხარი შინაური ცხოველია. მას არ უყვარს არეულობა, გაფუჭებული ნივთები ან ზედმეტი წვრილმანები, ამიტომ, სახლში წესრიგში უნდა იყოს ყველაფერი. მოიშორეთ ზედმეტი ნივთბი, მაგალითად:  ქაღალდები, ძველი ჟურნალები და გაბზარული ნივთები. გაგიკვირდებათ, იმდენად სუფთა იქნება სახლი.

დეკორაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი და ვერცხლისფერი აქსესუარები, უმჯობესია თავი აარიდოთ წითელ ფერს. ხომ იცით, როგორ რეაგირებს ხარი წითელზე? მას აგრესიულად აქცევს, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ. კარგი იქნება ცოცხალი ნაძვის ელემენტების შეტანა სახლში – ხარს ბუნების სურნელი მოეწონება.

Leave a Reply