“ლელო” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის მიერ პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სარჩელების განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

პარტიის ლიდერების თქმით, მთავრობას აქვს უკონტროლო შესაძლებლობა, დააწესოს დაუსაბუთებლად ფართო შეზღუდვები ვირუსთან ბრძოლის მოტივით.

“გაუმართლებელ, ფართოდ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ დააწესა, ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი. ჩვენ უკვე თვეებია ველოდებით პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას. რაც შეეხება მეორე სარჩელს, ველოდებით, რომ ესეც გაჭიანურდება და ეს ამბავი უკვე ბატონი როინიშვილის ბრალი იქნება, რომელიც არის პალატის თავმჯდომარე,”- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

Leave a Reply