პრეზიდენტის განკარგულებით, 15 დეკემებრს, 12 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ჩაინიშნა.

დღის წესრიგი

  1.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
  2.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
  3.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა;
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების შესახებ;
  5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
  6.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს ფრაქციების რეგისტრაციის თაობაზე;
  7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
  8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
  9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;

აჭარის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ერთპარტიული იქნება.

Leave a Reply