ბლოგი

ქეთი მიქაძე

ამერიკაში, 2 იანვარს  ქართული ტრადიციული სამოსის დღე ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ჟურნალისტი ლელა ნინუა. მისი თქმით პოდიუმზე ემიგრანტები წარმოადგენენ ქართულ ეროვნულ სამოსს.

ლელა ნინუა

-ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ნამდვილად სჭირდებათ ჩვენს ემიგრანტებს. წარმოდგენილი იქნება ქართული ეროვნული სამოსი, მოეწყობა ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, იქნება წითელი ხალიჩა. ჩვენი დევიზია-დაიბედეთ ჩვენთან ერთად ეროვნული ღირებულებები-გვითხრა ლელა ნინუამ.

პროექტის მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია ახალი, ამიტომ ჩვენ პირადად დავუკავშირდით მონაწილეებს.

ეკა მჭედლიშვილი:

-სამი წელია, რაც ამერიკაში ვარ, აქედან ორი წელი ბანკში ვმუშაობ და ჩემი სამუშაოსგან რადიკალურად განსხვავებულ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას. მეამაყება ქართული ტრადიციული სამოსით წარდგენა და ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის ქართული ტრადიციების გაცნობა, ამიტომ არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას. წინ ყველას ხარისხიანი და გემოვნებიანი შოუ გველოდება.

დალი ჭიკაძე:

-7 წელია ემიგრაციაში ვარ და თითქმის ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. იწყება დილა შვილების და ოჯახის წევრების მოკითხვით და შემდეგ ყველა ყოველდღიურ ქაოსში ებმება. რამოდენიმე ადამიანი ვიყავით შეკრებილი ჩემს დაბადების დღეზე , რამდენიმე დღის წინ და სწორედ იმ საღამოს დაიბადა პროექტის იდეა ჩვენი უსაყვარლესი, ულამაზესი და უნიჭიერესი მეგობარი ლელა ნინუა გვიზიარებდა თავის აზრს და ყველამ ერთბაშად დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ყველა ყოველთვის მხარს ვუბამთ იდეებს, პატრიოტიზმს, ერთმანეთს ვუმსუბუქებთ და ვულამაზებთ დღეებს, რიგით ემიგრანტებს სამშობლოს მონატრება სულ თან დაგვყვება, იმედი მაქვს ამ წამოწყებას ინტენსიური სახე მიეცემა. ჩვენ ხომ ეს ასე გვჭირდება…

იანა გეგუჩაძე:

-დავიბადე 1976 წელს ქ.თბილისში, დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა პედაგოგიური უნივერსტეტი და სწავლა გავაგრძელე ქ. ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში სწავლის პერიოდში მეორად ფაკულტეტად დავამთავრეfashion Designფაკულტეტი, Art and Design უნივერსტეტში. რის შემდეგაც ნიუიორკში გავაგრძელე მოღმაწეობა “ listo Design Studio ( ქალი ტანსაცმლის და აქსესუარების განხრით )და Ariel Studio ში(ბროდვეის თეატრალური ტანისამოსი) ამავდროულად ვქმნი საკუთარი დიზაინით სამოს, მათ შორის ქართული ტრადიციული სამოსის გათანამედროვებულ მოდელებს. “ქართული ტრადიციული სამოსის” საღამოს შესახებ შემთხვევით შევიტყვე და აღვფრთოვანდი. მე ძალიან ბევრი დაწყებული პროექტი მქონდა გაჩერებული დროის ნაკლებობის გამო, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია , რათა უახლოეს პერიოდში განვაახლო ჩემი პროექყები. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო მის ორგანიატორს .

მარინა ჯიქია:

-ამერიკაში ვიმყოფები 20 წელია. პროფესიით იურისტი გახლავართ. მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ, ტანსაცმელი ჩემთვის არ არის უბრალოდ ტანსაცმელი, კომუნიკაციის საშუალებაა. ესა თუ ის სამოსი ზუსტად გადმოცემს ჩემს განწყობას და სათქმელს. რაც შეეხება ქართულ ეროვნულ სამოსს , უიშვიათესი და უმდიდრესი კოლექცია შეიძლება გაკეთდეს, აბსოლუტურად ყველა სეზონისათვის. ძალიან მიყვარს ჩოხა , ვაფანატებ და ვიყენებ ყველგან და ყოველთვის, 5-6 ჩოხის “ მფლობელი” ვარ… უღრმესი მადლობა პროექტის იდეის ავტორებს, სპონსორებს,წამყვანებს, მონაწილეებს და რათქმა უნდა, შემფასებლებს… მადლობა ლელას!

ცუცა კაპანაძე:

-მივესალმები კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღესასწაულის – ქართული ტრადიციული სამოსის დღეს ნიუ იორკში და მის დამფუძნებელს, უნიჭიერეს ჟურნალისტს ლელა ნინუას . ასევე იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დაუდგნენ ამ საქმეს, ჩვენს საამაყო ექიმებს – ეკა მეტრეველს და ნინო ქავთარაძეს , მოგეხსენებათ პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიოში ყველა და ყველაფერი ჩაიკეტა ,მაგრამ ქართველის ბუნებიდან გამომდინარე მაინც ვნახეთ ნათელი წერტილი, რათა ახალ წელს და ბედობა დღეს გავილამაზოთ ცხოვრება , დავტკბეთ უფლის მიერ ბოძებული სიცოცხლით, მოვეფეროთ ერთმანეთს და ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარს. გვიყვარდეს ერთმანეთი , დავივიწყოთ ყოველგვარი წყენა და ცუდი მოგონება, ისედაც ხანმოკლეა სიცოცხლე , დედამიწაც ხომ სიყვარულით ბრუნავს , ჰოდა , ვიცხოვროთ ჩვენც სიყვარულით, ხვავი, ბარაქა ჯამრთელობა , სიყვარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თვითეულ თქვენთაგანს. გილოცავთ შობა-ახალ წელს! მიყვარხართ ყველანი.

ნათია ნოზაძე:

-ამერიკაში ვიმყოფები 3 წელია. პროფესიით ეკონომოსტი, ვარ ორი შვილის დედა. ნუგი 19 არის სტუდენტი და მუშაობს და ანი 18 არის სტუდენტი და მუშაობს.ტანსაცმელი ჩემთვის არ არის უბრალოდ ტანსაცმელი, კომუნიკაციის საშუალებაა. ესა თუ ის სამოსი ზუსტად გადმოცემს ჩემს განწყობას და სათქმელს. რაც შეეხება ქართულ ეროვნულ სამოსს , უიშვიათესი და უმდიდრესი კოლექცია შეიძლება გაკეთდეს, აბსოლუტურად ყველა სეზონისათვის. მთავარია მოვიხმაროთ . უღრმესი მადლობა იდეის ავტორს , პროექტის განხორციელება ძალიან სწრაფად ხდება მაშინ, როცა ძალა ერთობაშია .

ხათუნა ფილაური:

-როცა გავიგე, რომ ქართული ტრადიციული სამოსის დღე გაიმართებოდა სიხარულით აღვივსე. ეს პროექტი პირველი მერცხალია ამერიკის ემიგრაციაში, რომელიც ასე ფართოდ წარმოაჩენს ჩვენს ტანისამოსს. ჩვენი ქართული ტრადიციული სამოსი ხომ როგორც, კეთილი ელჩი ასეა უცხოეთში. ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ღონისძიებაში არ მიმეღო მონაწილეობა. აქ ემიგრაციაში ოჯახთან ერთად ვარ, მეუღლე და 21 წლის შვილთან. საქართველოში რთული გზა განვლე, ოცდახუთ წლიანი სამუშაო სტაჟით ძალოვან სტრუქტურაში, ვარ პროფესიონალი სამხედრო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ უცხოეთში ყოფნა კიდევ ერთი გამოწვევაა ჩემთვის. იყო, იარსებო და შექმნა ისეთი რამ, რაც შენს ქვეყანას კიდევ გამოადგება. ეს კიდევ ერთი ომია, საკუთარ თავთან მოსაგები. ეროვნული სამოსი ჩემთვის ყველა სიკეთესთან ერთად სამხედრო ფორმასა და სამშობლოსთან ასოცირდება. ამიტომ მინდა იდეის ავტორს ლელა ნინუას და ამ პროექტის ორგანიზატორებს მადლობა ვუთხრა ამ ეროვნული საქმისთვის. ვამაყობ და მიხარია, რომ ვარ მონაწილე ასეთი გრანდიოზული წამოწყების.

ნაკო ხითარიშვილი:

-2 იანვარს, ბედობას, ნიუ-იორკში  პირველად “ქართული ტრადიციული სამოსის დღეს” აღვნიშნავთ. მივესალმები ამ პროექტის ავტორს ლელა ნინუას, რომელმაც ამ პანდემიის დროს ძალიან დიდი ენერგია და პოზიტივი შემოიტანა, ძალიან საამაყოა, როგორც საქართველოსთვის, ასევე ქართველი ემიგრანტებისთვის, ჩვენი ქვეყნის ნაციონალური სამოსის წარმოჩენა. უსიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ლელა ნინუას, რომ მეც მაქვს შანსი ამ შესანიშნავ საღამოზე მივიღო მონაწილეობა და წარვსდგე ქართული ნაციონალური სამოსით, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს, ვინც ლელას გვერდში დაუდგა და მინდა რომ დიდი წარმატება გისურვოთ ყველას. ძალიან გამიხარდება, თუ მსგავსი ღონისძიებები ყოველწელს დაიგეგმება.

ნატალია გაგნიძე:

-ვარ 31 წლის..დაოჯახებული,მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი..პროფესიით ვარ ექიმი-სტომატოლოგი.. ქორწინებიდან ერთ თვეში ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში.. ძალიან მიხარია და დაინტერესებული ვარ ამ პროექტში მონაწილეობით..რის გამოც დიდი მადლობა- საღამოს ორგანიზატორებს.

თამარ მიქაძე:

-ტრადიციული სამოსი ერის სულის და იდენტობის ამოძახილია. საოცარია, როგორც შეუძლია სამოსს ასე გამოხატოს ეროვნული სულისკვეთება და ღირებულებები. ჩვენი ეროვნული სამოსი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ქმნიდა ქართულ ხასიათს. ატარო ქართული ნაციონალური სამოსი, არის საოცარი სიამოვნება და ამავე დროს უდიდესი პასუხიმგებლობა, რადგან გრძნობ პირდაპირ კავშირს ისტორიასთან და გახსენდება, რა ძვირად უჯდებოდა საქართველოს ყოველ ჯერზე ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნება, რათა მას ჩვენამდე მოეღწია. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს(ორგანოზატორებს) იმისათვის, რომ გვაძლევს საშუალებას გვამოგზაუროს წარსულში და ასე ცხადად შეგვაგრძნობინოს საქართველო. დაიბედეთ ეროვნული ღირებულებები.

2 იანვრის ღონისძიებაში სხვა უმშვენიერესი ქალბატონებიც მონაწილეობენ, რომელთან მეორე ბლოგში გაგაცნობთ, იქამდე კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომელთაც იქ, ძალიან შორს, თავიანთი პატარა საქართველო აქვთ და მუდამ ცდილობენ ყველას გააცნონ მონატრებული სამშობლო. 

Leave a Reply