f – სტატუსი

კახაბერ ჭიჭინაძე

საზოგადოების დიდმა და გაუნათლებელმა კონტიგენტმა, რამოდენიმე უცხოური სიტყვების დასწავლით პროევროპული ნიღაბი მოირგეს და ადამიანის ღირსება დასაცინ აბუჩად ასაგდებად აქციეს.
ღირსეული ხარ? ე.გ. პრინციპული ხარ, პრინციპული ხარ? ე.გ. არ მიდიხარ უზნეოთა გარიგებაზე,; ღირსეული ხარ?! ესეიგი არ იპარავ და არ გაქვს მილიარდები, არ გაქვს მილიარდები და არჩანს შენი გაკეთებული უამრავი მცირე საქმეები.
ღირსეული ადამიანები ქმნიან, ღირსეულ ელიტარულ საზოგადოებას, ხოლო ღირსეული ელიტარული საზოგადოება ქმნის ღირსეულ სახელმწიფოს.
მაგალითები?! იაპონია, კორეა, გერმანია, არაბეთი… სადაც ღირსებას ფასი აქვს იქ ყველა ცდილობს ღირსეულად მოიქცეს და ეს ქვეყნებიც წარმატებულად ვითარდება!
ეხლა ვნახოთ ჩვენთან რა ხდება:
გაუნათლებელმა მონებმა გააუფასურეს არამატერიალური ფასეულობა ადამიანის ღირსება და მატერიალური ღირებულება წამოწიეს წინ როგორც საზოგადოების ეტალონი.
მატერიალურად დახარბებული ჩვენი საზოგადოების აზროვნება კარგად ჩანს ამომრჩეველს კითხვებშიც კანდიდატების მიმართ;
მატერიალურად რა გაგიკეთებია?!-ანუ რა ფინანსური წონა გაქვს?!
, რას მომცემ?!- დღეს ამ წუთას,
რას გამიკეთებ?! – ხვალ
არასოდეს კითხულობენ ღირსეულად გიცხოვრია? პრინციპული ხარ? გიყვარს ქვეყანა,ხალხი….
“ამომრჩევლები კანდიდატის გულში არასოდეს იხედებიან, ისინი კანდიდატის ჯიბეში საფულეს ჩასცქერიან!”
მერე მეშჩანი 20 ლარზე გაყიდული საზოგადოება წუხს ამდენმა ქურდმა, ავაზაკმა, თაღლითმა საიდან მოიყარა თავი პოლიტიკაშიო?!!
და იქვე, რადგან ფული აქვთ აღებული თვითონვე “უპრავებენ”,
თქვენ არა – “პოლიტიკაა ბინძურიო”
იმდენად აგორდა ეს მითი “პოლიტიკა ბინძურიაო” , რომ ზოგმა განათლებულმა სუფთად აზიზად ჩაცმულმაც კი დაიჯერა არ გავეკარო არ დავისვაროო, ნასროლმა ტალახმა ღირსება მომითხვაროსო?!
ისე განათლებულმაც კი შეიძლება არ იცოდეს ის რომ, ღირსებას ნასროლი ტალახი არ სვრის, ღირსებას ვერავინ წაგართმევს თუ არ დათმე.
ეხლა ჩვენს იერარქიულ პოლიტ პირამიდას გადახედეთ, როგორაა ჩალაგებული დიდი მსოფლიო მაშტაბური ქურდიდან პატარა ქურდებამდე.
განა ღირსეულმა პატიოსანმა ადამიანმა შეიძლება მილიონიანი საარჩევნო კამპანია აწარმოოს? ან ათასები არიგოს? ხმები იყიდოს? ასობით ოფისები შტაბები შეინახოს?
სანამ საზოგადოება ადამიანში ღირსებას არ დააფასებს და არა ნაყიდ დიპლომებს, ვირიშვილობას, მანამდე ესე ვიქნებით ქოც-ნაც რკალიდან გამოსავლის ძებნაში.

Leave a Reply