აფრიკის დასახლებაში, სადაც ადგილობრივები უკანონო მშენებლობების დემონტაჟს აპროტესტებენ, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება იყო, დაკავებულია რამდენიმე პირი.

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მიწები სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი უკანონოდ მისაკუთრება დაუშვებელია.

“იქ არავინ არ ცხოვრობს, მიზანმიმართულად ხდება მიწების დატაცება. წლების მერე მათ უნდათ მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან გარკვეული ჯგუფები იდგნენ, რომ შემდეგ ხელი მოითბონ. ეს მიდგომა, რომ სახელმწიფოს მიწები დაისაკუთრონ, არის დაუშვებელი,”- განაცხადა კახი კალაძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გაფრთხილება არ ყოფილა და მძიმე ტექნიკა გაფრთხილების გარეშე მივიდა. არიან დაშავებულებიც.

ვიდეო იხ:

https://www.facebook.com/194103307792303/videos/796156394566574

 

Leave a Reply