თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება.

„ძალიან ბევრი ბავშვი ელოდება ამ ნაძვის ხის ანთებას. მინდა მივმართო მათ მშობლებს, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა იხილონ ნაძვის ხის ანთება და ჩაიფიქრონ სურვილები და ეს სურვილები აუციელბლად აგიხდებათ.

საახალწლო დღეები მინდა, იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი. სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა – ამაზე მაგარი არაფერი არ არის. მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, რომ ამ რთულ ვითარებაში, თუნდაც პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა, იმისთვის რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის პირობებში. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ნამდვილად საამაყოა” – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, უკვე ცნობილია., რომ 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური შემსრულებლები.

Leave a Reply