ლევან ხაბეიშვილი

ორსულ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ დაინდეს არც ბავშვები, არც ქალბატონები და არც მამაკაცები. ტალახში აგორავეს, ტრაქტორით სახლები დაუნგრიეს. პატარა ბავშვებს აყურებინეს როგორ სასტიკად ექცეოდნენ მათ მშობლებს. იყო დაკავებები, ცემა-ტყეპა, არაადამიანური მოპყრობა და მას შემდეგ, რაც საზოგადოების რისხვა დაატყდა თბილისის მერს, “გატყდა” და “იმ” ბავშვს სახლს ვაჩუქებო – კეთილგანწყობის ყიდვა დააპირა ამ გარეწარმა.

და რომ არა ის ფოტო და აღშფოთებული ერი ? მაშინ რა ხდება ? და კიდევ რამდენი ასეთი ბავშვია ? რადგან ფოტო არ არის და საპიაროდ არ გამოდგება, ანუ არაუშავს ? ახლა ამ ბავშვს ექნება ბინა და სხვა ბავშვების და მათი მშობლების ბინების დანგრევას გააგრძელებს?

პ.ს. სახლი რომ ექნება ამ პატარა ვაჟკაცს ეს ძალიან კარგია.

ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის…

Leave a Reply