F – სტატუსი

ზვიად ტომარაძე

-მეგობარმა მომწერა, გუშინ აფრიკის დასახლებაში სახლები რომ დაუნგრიეს, თურმე მდიდრები ყოფილანო და მათ საკუთრებაში არსებული ნუსხაც აახლა გზავნილს…

ანუ, სააკაშვილმა რეჟიმმა თაბუკაშვილის ქუჩაზე რომ დაუნგრია ხალხს აშენებული კორპუსი ეგ სადისტობა ყოფილა და აფრიკის დასახლებაში თურმე შეიძლება? ვერ ამჩნევთ რომ ნელ–ნელა ქოცგამპრავებლები ნაცებს ემსგავსებით? ჯერ ერთი რა მნიშვნელობა აქვს ღარიბია თუ მდიდარი? და მერე მეორე, არამგონია შუა რუსთაველზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე ღარიბი ყიდულობდეს ბინას და აფრიკის დასახლებაში მდიდარი… ნებისმიერ შემთხვევაში, მდიდარს თუ ღარიბს, ამ გაჭირვების ჟამს, შუა ზამთარში გარეუბანში სახლს რომ დაგინგრევენ, თან პოლიციის გამოყენებით და თან ისინი მთელი ქალაქი უსახური კორპუსების გეტოს რომ დაამსგავსეს, ძალიან ცუდი საქციელია… ნუ აპრავებთ ყველაფერს, თორემ ერთი თვის წინ ლეჩხუმში გადაურეს ნამახვანჰესის მოწინააღმდგეებს, გუშინ აფრიკაში დაუნგრიეს სახლები ხალხს და ხვალ თქვენც მოგიკაკუნებენ კარზე…

Leave a Reply