“ამნისტიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის. ინიციატივა ეკუთვნის მე-10 მოწვევის პარლამენტს. მომზადებული პროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგანაც, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 11 დეკემბრამდე. შეღავათები არ ეხებათ იმ პირებს, რომლებიც გასამართლდნენ მკვლელობის, ან ოჯახური ძალადობის მუხლებით.

პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის დაინიცირებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმიანება და ამბობს, რომ

კანონპროექტი დაასახელებს დანაშაულის იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც მოხდება ამნისტია.

თალაკვაძის თქმით, ინიციატივა არ განასხვავებს კონკრეტულ მსჯავრდებულებს.

“კანონპროექტი არ განასხვავებს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს. კანონპროექტი დაასახელებს იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც მოხდება ამნისტია. ამნისტიის ეს ინიციატივა უკავშირდება კონკრეტულად და აიხსნება ერთადერთი მიზეზით, ეს არის ჰუმანური აქტი, რომელსაც ჩვენ ხელისუფლება და პარლამენტი, ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ-პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

Leave a Reply