Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავენ.

„თუ შესაბამისი ნებართვა იქნება, გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება. ამავე დღიდან სურთ ვაქცინაციის დაწყება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც“, – განაცხადა იენს შპანმა.

როგორც ევროკავშირის წევრი, გერმანია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის გაცემას ელოდება. სავარაუდოდ, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას EMA 21 დეკებმერს მიიღებს.

არსებული ინფორმაციით, ორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თავდაპირველად მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები და თანამშრომლები აიცრებიან. პრიორიტეტულ ჯგუფში არიან ასევე მედპერსონალი და 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

https://uk.reuters.com/article/uk-health-coronavirus-germany/germany-to-roll-out-biontech-pfizer-covid-19-vaccine-on-dec-27-idUKKBN28Q0PE

Leave a Reply