საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა.

სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:

1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;

3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;

4. თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;

5. იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;

6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;

7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;

8. საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;

9. ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;

10. შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;

11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

Leave a Reply