შვეიცარიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნულ საბჭოში, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაა, ახალ კანონს 48 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 დეპუტატმა თავი შეიკავა. პარლამენტის ზედა პალატაში კანონს მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო, 7-მა თავი შეიკავა.

კანონის წინააღმდეგ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა ულტრაკონსერვატიულმა ქრისტიანულმა პარტიამ „შვეიცარიის ფედერალურ-დემოკრატიულმა კავშირმა“.

შვეიცარია 30-ე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მსგავს კანონს მხარი დაუჭირა.

Leave a Reply