“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროზე გადის, რის შემდეგაც განხილვის პროცესი უკვე კომიტეტებში გადაინაცვლებს. კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ კანონის საბოლოო ფორმირებისთვის საჭიროა განხილვებში სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებიც ჩაერთონ – მათ შორის ადვოკატების, არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. არ არის გამორიცხული, პროექტში არსებულ 44 საბრალდებო მუხლს, კონსულტაციების შედეგად, სხვა მუხლებიც დაემატოს. პროექტი, რომელიც სავარაუდოდ, ასეულობით პატიმარს შეეხება – ძალაში გაზაფხულამდე უნდა შევიდეს.

Leave a Reply