პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიასთან საჯაროდ დაწვა. ამ ფორმით წულაიამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი გააპროტესტა. პოლიტიკოსის თქმით. თქმით, მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიას სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.

მისი თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ მაღალჩინოსნების კეთილდღეობას ემსახურება. წულაიას თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა თვითმმართველობაში  დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.

Leave a Reply