საქართველოს ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნასთან, ან დაწესებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებაზე აისახება. მისი თქმით, იმის გამეორებას, რაც ხდებოდა სავაჭრო ცენტრებში ე.წ. შავი პარასკევის დღეს,  ვერ დაუშვებენ.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გვაკისრია ეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ეკონომიკის წინაშე, არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნის ან დაწესებასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ყოფაზეც და სიცოცხლეზეც აისახება.

ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი სავაჭრო ობიექტები ე.წ. შავი პარასკევის დღეს, როდესაც იყო მოზღვავებული რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ამ სავაჭრო ქსელებში იყვნენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იგივე ვითარება განმეორდეს ამ სავაჭრო ცენტრებში,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Leave a Reply