ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მედიასთან კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით სერგეენკომ და განაცხადა, რომ “ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის ყველა რესურსი არსებობს”

-„მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის. ამ შეთავაზების წინასწარ გაჟღერება არ მგონია სწორი იყოს, მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება შეთავაზებები. ისევე, როგორც მოლაპარაკებების, ისე ამ რაუნდების ფილოსოფიაც ეგ არის, რომ ისეთი შეთავაზებები შეჯერდეს, რომელზეც კომპრომისი შესაძლებელი იქნება. მე არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება მეხუთე რაუნდზე ლაპარაკი, თუმცა, მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Leave a Reply