აკაკი ზოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დიდი რიგების არსებობის შემთხვევაში მოლებში არ შევიდნენ და უმჯობესია, საყიდლებზე დილის საათებში მივიდნენ.

“ის სტაბილურობა, რასაც მივაღწიეთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შეჩერებით და თითქოს და შემცირების ტენდენციით, შეიძლება ერთ დღეში აფეთქდეს. ერთი დღე ჰყოფნის ხალხმრავლობა, თუნდაც ისეთივე ტიპის, რაც ვიხილეთ 27 ნოემბერს, ე.წ. შავ პარასკევს,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ წლევანდელი ახალი წელი და შობა უნდა იყოს ჭეშმარიტად ოჯახური დღესასწაულები, არა საახლობლო წრეში, არამედ მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, იმისთვის, რომ ვაქცინამდე მაქსიმალურად მცირე შეზღუდვებით მივიდეთ.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების 9 დღე უნდა ვიყოთ ფრთხილად და “ბეწვის ხიდზე გავიაროთ”, რომ თავი ავარიდოთ ვირუსის აფეთქებას, რომ არ მოგვიწიოს, ევროპის მსგავსად, სრული ჩაკეტვა.

Leave a Reply