“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის შიდა არჩევნებში ნიკა მელია ლიდერობს. ამ ეტაპზე მელიას რამდენიმე ათასით მეტი ხმა აქვს, ვიდრე ლევან ვარშალომიძეს.

დღეს საღამოს 9 საათზე გაირკვევა, ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე. “ნაციონალურ მოძრაობაში” ხმის მიცემის ბოლო დღეა.

არჩევანი პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის უნდა გააკეთონ. ელექტრონული კენჭისყრა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ.

Leave a Reply