პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ მიმართავენ.
დავით ნებიერიძე.
აქციის ორგანიზატორი
-ივანიშვილის უზურპატორი და ღიად კოლაბორაციონისტული რეჟიმი ისეთი სისწრაფით ანგრევს ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს და ანადგურებს ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს, რომ ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოს პატრიოტები ვერ ვასწრებთ მათ კვალდაკვალ ღალატის ამ ფაქტების გაპროტესტებას. ყოველ დღე გვიწევს მათ კვალდაკვალ მოქმედება და მათი მხილება.
დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ვაპროტესტებთ პუტინის რეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მორიგ მოღალატეობრივ აქტს, მცდელობას შეათრიონ საქართველო კავკასიურ სამხედრო პოლიტიკურ პლათფორმაში და მთლიანად ჩაგვხსნან “ნატოსა” და ევროკავშირის მისწრაფებებისგან. რაც არის ჩვენი სახელმწიფოს რუსეთისთვის ხონჩით მირთმევის ტოლფასი.
განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმიტომაცაა აუცილებელი და სავალდებულო, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის პირობებში იურიდიულად შეუძლებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტის აქტის განხორციელება.

Leave a Reply