მთავრობის #ანგარიშიმოქალაქეებს – განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020

✅ სტუდენტების მხარდაჭერა პანდემიის პირობებში:

🔵 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 15 ათასამდე სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა.

🔵 სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლადმა ჯგუფმა 13 კატეგორიის მიხედვით სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა

🔵 სტუდენტების ხელშესაწყობად დაორგანიზდა ავიარეისები – როგორც მათი სამშობლოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად, ისე სწავლისთვის გამგზავრების ხელშესაწყობად

🔵 პანდემიის მიუხედავად, 130-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის.

🔵 უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

🔵 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ახორციელებენ ძირითადად დისტანციურ ფორმატში, გარდა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკური კომპონენტებისა.

🔵 სამინისტრომ უნივერსიტეტებს პანდემიის დასაწყისშივე დისტანციური სწავლების ხელშემწყობი ონლაინ პლატფორმები გაუზიარა.

🔵 სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად.

🔵 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებით

🔵 სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავა ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი

🔵 შემუშავდა ტრენინგ-კურსი „Covid-19“, რომლითაც გადამზადდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელები. გადამზადებული სტუდენტები, როგორც მოხალისეები, უკვე ჩაერთნენ კოვიდ 19-ის მართვის პროცესში.

🔵 ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტში წელს პირველი სტუდენტები ჩაირიცხნენ. კონსორციუმის წევრი 6 ფრანგული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა.

🔵 რეგიონში პირველად თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო.

🔵 გაფართოვდა აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამები: ERASMUS+, Fulbright, DAAD .

🔵 იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დაარსდა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

🔵2020 წლის გამოცდები სხვა უწყებებთან კოორდინაციით, უპრეცედენტოდ სრულფასოვან აკადემიურ გარემოში, თითოეული მონაწილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდა, მიუხედავად მასშტაბურობისა – 70 000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტი.

🔵 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში სპეციალური წესები მოქმედებდა.

Leave a Reply