1-ელ იანვარს როტაციით, პორტუგალიამ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა კი შვედეთი გახდა.

ლისაბონის უფლებამოსილების ვადა 6 თვეს გაგრძელდება. „ეს პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა პორტუგალიისთვის მიიღოს ესტაფეტა გერმანიისგან და კანცლერ ანგელა მერკელისგან“, – ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ twitter-ზე დაწერა.

Leave a Reply