ფრიდონ ინჯიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ მან “პატრიორთა ალიანსი” დატოვა. მისივე თქმით, ის მზადაა მონაწილეობა მიიღოს მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში.

„დავტოვე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტია, როგორც პარტიის წევრმა. დღეიდან აღარ ვარ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი.

განცხადება დატოვებული მაქვს, დანარჩენი უკვე პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, დააკმაყოფილებენ ჩემს განცხადებას, რადგან ეს იყო ორმხრივი სურვილი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Leave a Reply