შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საღამოდან ტაძრებში საშობაო მსახურება გაიმართება. დღესასწაულის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ერთი დღით იხსნება.

დღეს საღამოს 9 საათზე თავისუფლად გადაადგილება არ აიკრძალება. გადაწყვეტილება ძალაშია მხოლოდ 24 საათით. თუმცა ისევ არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხვალინდელი ალილოს მსვლელობაც მრევლის გარეშე ჩაივლის.

დღეს საშობაო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებს. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება 23:00 საათზე დაიწყება.

Leave a Reply