ბლოგი

მაია ცომაია

“ამით მინდა გავუხსნა გზა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ახალ გადაწყვეტილებებს” (ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულების რიცხვის მომატების გამო)-ამ სიტყვებით ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მსგავსად, რომელი დათმობს თანამდებობას საქართველოში? ან რომელ ჩინოსანს აღმოაჩნდება ეთიკური ღირებულებები დიდი ბრიტანეთის ეპიდემიოლოგივით აღიაროს დაწესებული რეგულაციების დარღვევა- „მე ვნანობ ყველა იმ საქციელს, რომლითაც მკაფიო მოწოდება სოციალური დისტანცირების შესახებ დავარღვიე“! ან რომელ პარლამენტარს, სახელმწიფო ინსტიტუციას ხელეწიფება ეთიკურად გაუმართლებელი, მცდარი გზავნილების, არასწორი კოორდინაციისა და კომუნიკაციის გამო,როგორც მოლდოვის მთავარი ეპიდემიოლოგის შეთხვევაში მოხდა, თანამდებობა დაატოვებინონ!

ინფორმაციისთვის: ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 1 194 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 19 857-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში “აქტიური შემთხვევების” რაოდენობა 10 182-ს გაუტოლდა, მათგან 2 800 პირი მკურნალობს საავადმყოფოში. ბოლო დღე-ღამეში 15 პირი გარდაიცვალა, რამაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაზარდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთაგან 341 მძიმე პაციენტია მოლდოვის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლაე ფურტუნემ განაცხადა, რომ კორონავირუსმა მხოლოდ ისინი იმსხვერპლა, ვინც გარშემომყოფებს ტვირთად ეწვნენ. ანუ მსოფლიოში კორონავირუსმა მხოლოდ ისინი იმსხვერპლა, ვინც გარშემომყოფებს ისედაც ტვირთად ეწვვნენ. ეს ადამიანები სიმსივნის ბოლო სტადიას, მძიმე დიაბეტს, გულის და სისხლძარღვთა პათოლოგიებს ებრძოდნენ. ასე მოხდა საფრანგეთში, იტალიასა და, სამწუხაროდ, მოლდოვაშიც“-ამ განცხადების გამო მას თანამდებობდა დაატოვებინეს! დიდი ბრიტანეთის ეპიდემიოლოგმა, ნილ ფერგიუსონმა, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთა ჯგუფის წევრი იყო, თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ სოციალური დისტანციის წესები დაარღვია „მე ვნანობ ყველა იმ საქციელს, რომლითაც მკაფიო მოწოდება სოციალური დისტანცირების შესახებ დავარღვიე“, – განაცხადა ნილ ფერგიუსომმა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ვიოტეზი ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულების რიცხვის მომატების გამო გადადგა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. “ამით მინდა გავუხსნა გზა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ახალ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ვოიტეხმა.

პ.ს. აბა, რომელს გააჩნია გამბედაობა!

Leave a Reply