ევრონიუსის ინფორმაციით, საფრანგეთში ფრინველის გრიპის აფეთქების გამო 200 000 იხვი მოკლეს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კიდევ 400 000 იხვის განადგურება იგეგემება.

წყარო:-https://www.euronews.com/2021/01/06/at-least-200-000-ducks-culled-in-france-amid-bird-flu-outbreak

სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რათა ვირუსის ადამიანებზე გადაცემის რისკი შეამცირონ.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, 1-ლი იანვრის შემდეგ, ფრინველებში გრიპის უკვე 61 შემთხვევა გამოავლინეს, საიდანაც 48 ლანდის დეპარტამენტში დაფიქსირდა. გასულ კვირაში, ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლინდა გერმანიის ორ ფერმაშიც.

2016-2017 წლებში, საფრანგეთში, ფრინველების გრიპის ეპიდაფეთქების გამო, 6 მილიონამდე იხვი მოკლეს.

Leave a Reply