საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის კერებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს და თანაუგრძნობს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ხანძართან გამკლავება უწევს.

“მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც, ასევე, ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან. მე თქვენს გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებას და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით,”- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply