ხანძარია ასპინძაში. ადგილობრივებმა ცეცხლი 9 იანვრის ღამეს შენიშნეს. ცეცხლი ბალახს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მეხანძრეები უკვე მუშაობენ, ამ ეტაპზე, უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.

“ცეცხლის ქრობის პროცესი ახლა მიმდინარეობს. ხანძრის ტყეზე, ან საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არ არის, რადგან ძალიან მოშორებულია. მიუვალი გზის გამო მეხანძრეები ხანძრის კერებთან ფეხით მივიდნენ” – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Leave a Reply