შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში, გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საზოგადოება ახალი თავმჯდომარის ვინაობას შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ შეიტყობს.

„ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ, ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც ჩვენი წესდებით არის დადგენილი და აქედან გამომდინარე ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ივანიშვილის ვრცელი წერილი იხ:

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის და საზოგადოებას ვრცელ წერილს უტოვებს

Leave a Reply