“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას ჩასაძირად განწირული გემიდან კაპიტნის გაქცევას ადარებს.

მისი შეფასებით, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამგვარი გადაწყვეტილება მის უპასუხიმგებლობაზე მიუთითებს.

“რეალურად, ეს განცხადება, რომ ასეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, კორონაკრიზისის ფონზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ქართულ ოცნებაზე, თავმჯდომარის წასვლა უფრო გაქცევას ჰგავს, ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, ასეთს პირველად ვხედავთ ჩვენ და, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და მისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაზე ზრუნვა,”-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის და საზოგადოებას ვრცელ წერილს უტოვებს

Leave a Reply