1 თებერვლამდე გვინდა შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება.

“1 თებერვლამდე გვინდა შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესსექტორთან. იმედი გვაქვს, უსაფრთხო გახსნის პერიოდი პირველი თებერვლიდან დაიწყება.

ჩვენ გვექნება შეხვედრა ბიზნესებთან, სატრანსპორტო და სავაჭრო მიმართულებით. ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ სტანდარტების დაცვა შეუძლიათ. შესაძლებელია რაიმე დამატებითი მოთხოვნებიც გვქონდეს მათთან რაზეც შევთანხმდებით,”- აღნიშნა ნათია თურნავამ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*